''ჩემი ნეკნისგანაა ჩემი ცოლი გამოძერწილი...''

''ჩემი ნეკნისგანაა ჩემი ცოლი გამოძერწილი...''

''საქართველოს სიყვარული და პატრიოტობა სტერეოტიპული არასდროს იქნება. თითოეულმა ქართველმა რომ აიღოს პატარა აგური და საქართველოს სასარგებლოდ დადოს, ესეც დიდი პატრიოტობაა. XXI საუკუნეა, ''აიფონები'' გვიჭირავს ყველას ხელში, წინ მიდის ცხოვრება და უნდა ავყვეთ, უნდა გავიზარდოთ და განვვითარდეთ, მაგრამ ყველაფერი ქართულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, ის სიწმინდეები არ უნდა დავივიწყოთ, რაც დიდმა ქართველებმა დაგვიტოვეს. ენა, მამული, სარწმუნოება ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. პატრიოტი იყავი და ახლებურად გააკეთებ ამას, თუ ძველებურად, მნიშვნელობა არ აქვს'', - განაცხადა რამაზ ნოზაძემ ტრადიციებზე საუბრისას.

- მომწონს ჩვენი ტრადიციები და ვარ კიდეც მათი მიმდევარი. ''ფირმიდან'' რომ ჩამოდიან, უკვირთ და აღფრთოვანებას ვერ მალავენ ჩვენი სუფრის ტრადიციების, თამადის გამო. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა მთელი ცხოვრება უნდა იარსებოს. სუფრას უნდა ჰყავდეს თამადა, უნდა ისმებოდეს სადღეგრძელოები. ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და საყვარელი არის სამი სადღეგრძელო: უფლის სადიდებელი, მშობლები და მიცვალებულები.

- დრომოჭმულად რომელი ტრადიცია მიგაჩნია?

- ცხოვრება იცვლება, ამიტომ ტრადიციებმაც ცვლილებები განიცადეს. დღეს შეხედულებებიც შეიცვალა, ადრე ქალი აუცილებლად სახლში უნდა ყოფილიყო, დღეს ასე აღარაა.

- ოჯახის შექმნის ტრადიციაც შეიცვალა, რას ფიქრობ წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე?

- მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, სიყვარული და ტრადიციები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ტრადიცია სიყვარული არ არის. როცა გიყვარს, რა შუაშია ტრადიცია? ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ოჯახები ტრადიციების დაცვით შექმნან, მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეალობაში მაინც ქორწინებამდე თანაცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. მე ვერავის ვურჩევ, როგორ და რა გზით დაუკავშირონ ცხოვრება საყვარელ ადამიანს. შეიძლება, ტრადიციულად შექმნილი ოჯახი დაინგრეს, წინასწარი თანაცხოვრებით დაწყებულმა ურთიერთობამ კი მთელი ცხოვრება გაძლოს, ან პირიქით. ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია. სიყვარულში მესამე ადამიანი, დედა, მამა ან სხვა, არ უნდა ჩაერიოს. თუ წყვილი, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ერთად იქნება, ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ გრძნობას, მტრად იქცევიან, გინდ დედა იყოს, გინდ მამა და გინდ – სხვა...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება