''ოჯახის შექმნის შემდეგ ყველა შიშვლდება!..''

''ოჯახის შექმნის შემდეგ ყველა შიშვლდება!..''

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი ქალბატონი ლალი ბადურაშვილია. ინტერვიუს ჩასაწერად მას შინ ვესტუმრეთ. ის სიყვარულის არსზე საინტერესოდ გვესაუბრა.

- ქალბატონო ლალი, როგორ გგონიათ, სიყვარული რამდენჯერ მოდის?

- ზოგისთვის ერთხელ, ზოგისთვის - ხუთჯერ, გააჩნია, ვინ რას მოისაზრებს სიყვარულში. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში 2-3ჯერ შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელიც შენში ამ გრძნობას გააღვივებს.

ერთი ნახვით სიყვარულის მჯერა. ასეთი გრძნობა ადამიანს 16-17 წლის ასაკში ატყდება თავს. არავინ იცის, რა იწვევს მას. სხვათა შორის, ხშირად ვკითხულობ ფსიქოლოგიურ წიგნებს. ფსიქოლოგებს აქვთ რამდენიმე ვარაუდი, მაგრამ ერთ აზრზე ვერ შეჯერდნენ. როგორც ჩანს, კაცი (ქალი), რომლითაც ვიხიბლებით, ჩვენს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს მოცემულ მომენტში: გარეგნობას, იუმორს, სილაღეს, განათლებულობას და ა.შ.ალბათ მიზიდულობის კანონიც უდიდეს როლს ასრულებს.

- გოგონები ეძებენ პრინცს. ბიჭებსაც სურთ პრინცესის პოვნა?

- ბიჭისთვის უფრო ადვილია არჩევანის გაკეთება. თუ ქალიშვილი წესიერია, მისი ერთგული იქნება და გარეგნულადაც არა უშავს, საკმარისია იმისთვის, რომ მასთან ერთად ოჯახი შექმნას. აი, გოგონა სიცოცხლის ბოლომდე რომანტიკოსად რჩება, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვერდით ჰყავდეს მრავალი ღირსებით შემკობილი გმირი. შეიძლება, მამაკაცი იყოს ინტელექტუალი, ახოვანი, თვითრეალიზებული, მაგრამ შეუძლებელია, ყველა სფეროში მიაღწიოს იმ იდეალს, რომელსაც ქალი მისგან მოითხოვს. წარმოიდგინეთ, რა რთულია, იყო ქმარი!

ჩვენი თაობა ძალიან განათლებულია, რადგან სულიერ საზრდოს წიგნებში ვნახულობდით. თქვენ ახლა ათასი გადაცემა გაქვთ, როდესაც ჩვენ შავ-თეთრ ტელევიზორში ერთი პროგრამის ყურება შეგვეძლო. მე მესმის, რომ ინფორმაციის ადვილად და სწრაფად მოპოვება გსურთ, ყოველდღიურობის ტემპიც აჩქარდა, თუმცა წიგნთან დაშორებამ ცხოვრებისადმი ადვილი მიდგომა გამოიწვია. ერთხელ პროფესორ მეგობართან დავიწუწუნე: ''ჩვენი შვილები ცოტას კითხულობენ''. მან კი მიპასუხა: ''ჰოდა, ძალიან კარგი!'' გავოცდი. მერე ამიხსნა, რომ წიგნების კითხვა იწვევს რომანტიზმს და სულს აღრმავებს. ამ უხეშ და დაუნდობელ ცხოვრებაში ეს რომანტიზმი და სულიერი სისათუთე სასაცილოდ ჩანს. რაც უფრო ნაზია პიროვნების სული, მით უფრო ადვილია მისი გატეხა.

თუ დიდ მოთხოვნებს არ წაუყენებ ადამიანს, იმედგაცრუებულიც ნაკლებად დარჩები.

- მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი...

- თემო ჩემზე ათი წლით უფროსი იყო. ეს განსხვავება თავიდან ჩანს, მაგრამ 50 წელს რომ გადასცდები - აღარ. თანატოლ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ამიტომ იმან, რომ თეიმურაზი ას-პირანტურაში სწავლობდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ქუჩის ბიჭი არ იყო, არც თავში უქროდა. ერთმანეთს პირველად სპექტაკლზე შევხვდით.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება