ლოს ანჯელესში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ლოს ანჯელესში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის ქალაქ ლოს ანჯელესში დაახლოებით 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ადგილობრივებმა აშშ-ს დროით 04.17 წუთზე შეიგრძნეს. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვიუ-პარკ-უინდზორ-ჰილსის რაიონიდან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი.

მეხანძრეებმა გადაამოწმეს ქალაქის 750 კვადრატული კილომეტრი და უსაფრთხოების ზომები შეამოწმეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა