"გიორგი, ძალიან ზედმეტებში გადადიხარ" - სოფო ნიჟარაძე გიორგი გაბუნიამ გააბრაზა

"გიორგი, ძალიან ზედმეტებში გადადიხარ" - სოფო ნიჟარაძე გიორგი გაბუნიამ გააბრაზა

"რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორის" პირველი ლაივშოუ გაიმართა. გადაცემაში გოგოებისა და ბიჭების 4 სკამის კონკურსი ტარდება. ჟიურის წევრებმა სოფო ნიჟარაძემ და გიორგი გაბუნიამ საკუთარი გუნდების კონკურსანტებიდან პროექტში 4-4 საუკეთესო მონაწილე უნდა დატოვონ.

სოფოს გუნდის წევრი იყო ლიკა შუბითიძე, რომლის შეფასებისას სოფო ნიჟარაძე ყოყმანობდა. გიორგი გაბუნიამ მისი პროვოცირება ცოტა უცნაურად გადაწყვიტა და კონკურსანტების სკამზე ლიკასთან ერთად მოიკალათა, რამაც სოფო ცოტა გააბრაზა.

"გიორგი ძალიან ზედმეტებში გადადიხარ", - ასე მიმართა სოფომ კონკურსანტებისთვის განკუთვნილ სკამზე ლიკა შუბითიძესთან ერთად მოკალათებულ გიორგი გაბუნიას, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მის გადაწყვეტილებას იმ ადგილიდან ფეხმოუცვლელად დაელოდებოდა.

საბოლოოდ, ლიკა პროექტში დარჩა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება