ქეთა თოფურიას მშობიარობა 30 ათასი დოლარი დაუჯდება

ქეთა თოფურიას მშობიარობა 30 ათასი დოლარი დაუჯდება

28 წლის მომღერალი ქეთა თოფურია ქმართან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. რუსული პრესის ინფორმაციით, ქეთა სხვა ვარსკვლავების მაგალითს მიბაძავს და ამერიკაში იმშობიარებს. უკვე გაირკვა, რომ ბავშვი ამერიკაში გაჩნდება, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში - მილიონერი ქმარი და წარმატებული კარიერა შესაბამისი ჰონორარებით, ქეთას აძლევს იმის ფუფუნებას, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაზე შეაჩეროს არჩევანი.

ქეთამ თავად გამოაცხადა ადრე, რომ მოსკოვში აპირებდა მშობიარობას, თუმცა ლევ გეიხმანმა გადაწყვიტა, ამერიკაში მოვლენოდა ქვეყანას მისი შვილი. ბავშვი ლოს-ანჯელეში, Cedars-sinai medical Center-ს კლინიკაში გაჩნდება. ამ კლინიკის პაციენტები თავის დროზე იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი... იქ მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს. ამერიკაში მომღერალთან უკვე დედამისიც ჩავიდა, რომელიც გვერდში დაუდგება ქეთას.

განაგრძეთ კითხვა (+ფოტოები)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება