განახლებული დილის გადაცემა რადიო ''პალიტრაზე'' - ''ვერაფრით ვჩერდები, თუკი სიცილი ამიტყდა...''

განახლებული დილის გადაცემა რადიო ''პალიტრაზე'' - ''ვერაფრით ვჩერდები, თუკი სიცილი ამიტყდა...''

თქვენს ბუკლიკოს რადიოს მოსმენა ძალიან უყვარს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კარგ მუსიკას და ახალ ამბებს ყველაზე გემრიელად და საინტერესოდ რადიო ''პალიტრაზე'' გადმოსცემენ. დილაობით რადიოს ჩართვა განსაკუთრებულად მახალისებს, ჰოდა, ამას წინათ რადიო ''პალიტრაზე'' რომ გადავრთე, ხალისიანი თამთა კვარაცხელიას ხმა შემომესმა, რომელიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ რადიოს კვლავ დაუბრუნდა და განახლებული დილის გადაცემის წამყვანი გახდა.

''დილის პალიტრაში'' ყველაფერია, რაც დღის ამ მონაკვეთში სახლიდან გასულ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, ამინდის პროგნოზიდან დაწყებული, სასარგებლო რჩევებით დასრულებული. გადაცემის პროდიუსერი ნატუნა მაღალაშვილია, რომელიც ''პალიტრის'' გუნდს ახლახან შეუერთდა.

თამთა:

- რადიო ყოველთვის მენატრებოდა და ამას გულწრფელად ვამბობ. ვფიქრობ, რადიოში უფრო მეტი თავისუფლება გაქვს და ახლოს ხარ მსმენელთან, მეტი საშუალებაა საკუთარი თავის გამოსახატავად.

ნატუნა:

- თამთას დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიტყვი, დაახლოებით ორი კვირა მიწევდა ზარებზე პასუხი, მსმენელები მადლობას გვიხდიდნენ, რომ მათ საყვარელ რადიოს მათი საყვარელი ხმა დაუბრუნდა. მგონი, ის ორი კვირა მხოლოდ ამით ვიყავი დაკავებული (იცინის). რაც შემეხება მე, არ მქონია რადიოში მუშაობის გამოცდილება, აქამდე სულ ტელევიზიებში ვმუშაობდი, მაგრამ სულ მაინტერესებდა ამ ინტიმური გარემოს ნახვა. მართლა ძალიან განსაკუთრებულია და უფრო ახლო კონტაქტია მსმენელთან, ამაში თამთას ვეთანხმები. ძირითადად, რადიოწამყვანებს სასიამოვნო ხმები აქვთ და ყოველთვის არის იდუმალების გარკვეული მომენტი, გაინტერესებს, როგორია შენი საყვარელი წამყვანი გარეგნულად.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება