უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვის სასამართლოში მოსმენის მიმდინარეობისას ცუდად გახდა

 უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვის სასამართლოში მოსმენის მიმდინარეობისას ცუდად გახდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლოში მოსმენის მიმდინარეობისას უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

როგორც სავჩენკოს ადვოკატი აცხადებს, უკრაინელ მფრინავს გულის პრობლემები შეექმნა. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

დღეს მოსკოვის სასამართლოში სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით ორი საკითხი განიხილეს. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მფრინავს პატიმრობის ვადა ექვსი თვით გაუხანგრძლივდა. ასევე, მას უარი უთხრეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამგზავრებაზე. იანვარში საპარლამენტო ასამბლეამ სავჩენკო უკრაინის დელეგაციის წევრთა სიაში შეიყვანა.

ნადეჟდა სავჩენკო პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის ივნისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, სადაც მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა