"იქნებ იმიტომ გაიხადა, რომ თავი დაიმდაბლა" - მამა ანთიმოზი თამუნა ვაშალომიძეზე და შალვა რამიშვილის რჩევა მოძღვარს

"იქნებ იმიტომ გაიხადა, რომ თავი დაიმდაბლა" - მამა ანთიმოზი თამუნა ვაშალომიძეზე და შალვა რამიშვილის რჩევა მოძღვარს

გია ჯაჯანიძის გადაცემის "სხვა რაკურსით" დღევანდელი თემა 7 მომაკვდინებელი ცოდვაა. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი სკანდალური მოდელი თამუნა ვაშალომიძეა. თამუნას ტელეწამყვანმა რელიგიურ ჭრილში მისი გაშიშვლების შესახებ კომენტარი სთხოვა, რის პასუხადაც მოდელმა აღიარა, რომ პოპულარობის მოხვეჭის სურვილით გადაიღო თამამი ფოტოები. თუმცა ამის გამო თავს ამპარტავან ადამიანად არ მიიჩნევს. მოდელს, მეორე სტუმარი, შალვა რამიშვილი შეეკამათა, კამათის დროს კი მოდელი სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა, მამა ანთიმოზმა (ბიჩინაშვილი) დაიცვა.

"იქნებ იმიტომ გაიხადა, რომ თავი დაიმდაბლა" , - განაცხადა მამა ანთიმოზმა.

ამის პასუხად შალვა რამიშვილმა მამა ანთიმოზს პოლიტიკაში წასვლა ურჩია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება