ემოციური ფოტო, რომელმაც მსოფლიო აალაპრაკა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ნეპალის ტრაგედიის შემდეგ მოექცა.
თუმცა მისი ისტორია უკვე წლებს ითვლის. ფოტო 2007 წლის ოქტომბერში, ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პროვინცია ჰა-გიანგშია გადაღებული. ფოტოს ავტორი ნა სონგ ნგიენია. ნეპალის ტრაგედიის შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, როგორც მიწისძვრის დროს სასწაულად გადარჩენილი და-ძმის ისტორია.
ფოტოგრაფი ნა სონგ ნგიენი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ფოტო მისი გადარებულია და ისტორიას ჰყვება.
"ეს ფოტო მე სოფელ კან ტიში გადავიღე. სეირნობისას ერთერთი სახლის წინ მოთამაშე ორი პატარა ბავშვი შევნიშნე. პატარა გოგონამ რომელიც ასაკით დაახლოებით 2 წლამდე იყო, ჩემს დანახვაზე შეჰკივლა, რადგამ მე მისთვის უცხოელი ვიყავი, მისმა უფროსმა ძმამ კი ის ჩაიხუტა და მის დამშვიდებას შეეცადა. ორივე ძალიან საყვარლები იყვნენ და მეც არ დავაყოვნე და ეს ფოტო გადავიღე"- აცხადებს ფოტოგრაფი.