შვეიცარიაში სროლების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

შვეიცარიაში სროლების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

შვეიცარიის ქალაქ ვიურენლინგენში მომხდარი სროლების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ის ადამიანიც, რომელმაც სროლა დაიწყო. ცნობილია, რომ დაღუპლთა შორის ბავშვები არ არიან. კვლავაც უცნობია სროლის მოტივი და გარემოებები. ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე, რომელმაც სროლა დაიწყო რამდენიმე გარდაცვლილის ნათესავია. მან თავი მოიკლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა