ბერა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე ბოლოს იანვრის თვეში გამოჩნდა, როდესაც კინო ''რუსთაველში'' ფანებსა და ჟურნალისტებს ახალი კლიპი წარმოუდგინა. მაშინ ბერასთან შეხვედრას მის შემოქმედებაზე შეყვარებული უამრავი გოგონა ელოდა. პრეზენტაციის ბოლოს გათამაშება გაიმართა და ზოგიერთმა მათგანმა ''აიპოდები'' მიიღო საჩუქრად, ზოგიც მხოლოდ დისკითა და ბერასთან ფოტოს გადაღებით იყო ძალიან ბედნიერი.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ბერამ აღნიშნა, რომ თავს ყველაზე უკეთ თბილისში გრძნობს:

"ყველაზე კარგად თავს საქართველოში ვგრძნობ, ერთი სული მაქვს ხოლმე, თბილისში როდის ჩამოვალ. ჩემი მომავლისთვის და კარიერისთვის ამერიკაში საუკეთესო გარემო მაქვს."
გარდა ამისა, რეპერმა განაცხადა, რომ ამჟამად არავინ უყვარს:
"არავინ მიყვარს. ჯერ სხვა გეგმები მაქვს. ჯერჯერობით, ცხოვრებაში ამ მხრივ პასიურ რეჟიმში ვმუშაობ".
სულ ახლახან კი ბერამ საკუთარ "ფეისბუქზე" სურათები გამოაქვეყნა, სადაც სრულიად შეცვლილი სხეულით მოგვევლინა.