აჩი ფურცელაძე ყოფილ ცოლს შეურიგდა - ''გარშემო მყოფ ადამიანებს ცხვირის ჩაყოფა უნდათ...''

აჩი ფურცელაძე ყოფილ ცოლს შეურიგდა - ''გარშემო მყოფ ადამიანებს ცხვირის ჩაყოფა უნდათ...''

აჩი ფურცელაძე რუსეთში ძველებურად ძალიან დაკავებულია. წერს ახალ სიმღერებს, სხვადასხვა ქალაქში კონცერტების წასაყვანად იწვევენ. აჩი ცდილობს, რომ მისი რუსეთში მოღვაწეობა წარმატებული იყოს. მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეა. გასული წლის ბოლოს ის მეუღლეს, გაია ხაჩიძეს დაშორდა, თუმცა ბოლო დროს თავის ''ფეისბუქის'' გვერდზე გაიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

- აჩი, როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, შენ და გაია ხაჩიძე შერიგდით.

- ნამდვილად ასეა. ვაწვალეთ ერთმანეთი და ბოლოს შევრიგდით.

- დეკემბერში ოფიციალურად დაშორდით ერთმანეთს. როდის მიხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგეძლოთ?

- გასაგები მიზეზების გამო ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა ოფიციალური იყოს და გაიაც არაა გამონაკლისი. შესაბამისად, ჩვენი ყოველი შერიგება და დაშორება ოფიციალური იყო. გამოვიდა, რომ ოფიციალურად ორჯერ მოვაწერეთ ხელი და ორჯერ გავაწერეთ. ახლა ხუმრობით ვამბობთ, რომ ხელის მოწერას არ ვჩქარობთ. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ჯვარი დავიწეროთ.

- ჯვარი ჯერჯერობით არც ერთხელ არ დაგიწერიათ?

- არა. ვფიქრობთ, ღმერთთან კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანია. გვინდა, ძალიან მაგარი ჯვრისწერა გვქონდეს.

- როდის გეგმავთ?

- ალბათ, უახლოეს მომავალში. გვინდა, ჯვარი თბილისში დავიწეროთ და ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. გვსურს, ყველაფერი ლამაზად გავაკეთოთ. მასშტაბურ ქორწილზე ლაპარაკი არ არის. ბავშვობაში ვოცნებობდი, მთელი თბილისი ყოფილიყო ჩემი მაყრიონი. მინდა, ბარათაშვილის ხიდზე მაყრიონი მანქანებითა და ცხენებით მოგვყვებოდეს. გაიას მთელი ცხოვრება უნდოდა, ფილმ ''ჩხიკვთა ქორწილში''რომაა, ისეთი ქორწილი გადაეხადა. მეგობრები რომ შეკრებილიყვნენ დიდ იტალიურ ეზოში და დიდხანს ემხიარულათ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება