გამოხმაურებები ''X ფაქტორზე'' - ანრი დილეტანტად არ მთვლის და ვერც ჩამთვლის...''

გამოხმაურებები ''X ფაქტორზე'' - ანრი დილეტანტად არ მთვლის და ვერც ჩამთვლის...''

მუსიკალური პროექტი, რომელმაც ისევ აალაპარაკა საქართველო - ''X ფაქტორმა'' ძალიან ძლიერი სტარტი აიღო, ჟიურის ახალი შემადგენლობითა და ახალი მონაწილეებით, რომელთა შორის ბევრი ნაცნობი სახეც ვნახეთ, თუმცა მხოლოდ პირველ ეტაპზე, რადგან ''4 სკამის'' კონკურსს ალეკო ბერძენიშვილი, ლიზა ყენია, მარიამ პავლიაშვილი და ლიკა შუბითიძე გამოეთიშნენ. მენტორებმა საკუთარი არჩევანი რისკსა და ახალ სახეებზე გააკეთეს. რასაკვირველია, ეს მათი უფლებაა, თუმცა მეორე დღიდანვე ჩვეულებრივმა მაყურებელმა და მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმაც საკმაოდ მძაფრი კრი-ტიკა დაიწყეს. გამორჩეულად კი გამოხმაურება შეეხო გიორგი გაბუნიას, რომელმაც ბიჭების კატეგორიიდან არაჩვეულებრივი ვოკალისტი ალეკო ბერძენიშვილი დაითხოვა. პირველი, ვინც ამის შესახებ საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირა, კომპოზიტორი და მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი იყო, რომელმაც დაწერა:''ბღავილი მოდაშია, ხვალიდან ვიწყებ ვარჯიშს ბღა-ვილში...'' სხვა პოსტში კი პირდაპირ გააკრიტიკა გიორგი გაბუნია, რომელიც, რადგან მუსიკოსი არ არის და უბრალო მელომანია, მაიას აზრით, ჟიურიში არ უნდა იჯდეს.

მაია კაჭკაჭიშვილი:

- საბოლოოდ, 80% ბღავის და არ მღერის. ჟიურის წევრები კი ეუბნებიან, ოჰ, რა ხმა გაქვსო. არადა, ძალიან ყვირიან, ეს სიმღერა არ არის. მით უმეტეს, ასრულებენ ქავერებს, რომლის შესრულებაც ბევრად ადვილია, უკვე არსებობს დედანი, რომლის მიხედვითაც შეგიძლია იმღერო. ჩემი ყურისთვის ასეთი უკულტურო, დაუყენებელი ბგერების მოსმენა შეუძლებელია.

- ეს არა მხოლოდ''X ფაქტორს'', არამედ სხვა მუსიკალურ კონკურსებსაც უკავშირდება?

- რა თქმა უნდა. სანამ მომღერალი თავის სტილს მიაგნებს, ყვირილი ჰგონია სიმღერა. ჩვენთან ყველა კონკურსში უმეტესობა ყვირის. სხვაგან არა, რუსულ მუსიკალურ კონკურსებშიც კი არ ბღა-ვიან ასე. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენთან არ არის სკოლა, რომელიც სწორად სიმღერას ასწავლის. არსებობს რამდენიმე გამორჩეული ადამიანი, რო-მელსაც ღვთისგან აქვს მომადლებული ეს ნიჭი, დანარჩენებს, საშუალოდ ნიჭიერებს, აუცილებლად სჭირდებათ ვოკალის პედაგოგები. შესაძლოა, როკის შესრულებისას ბღავილი მისაღებია, მაგრამ არა ყველა მიმდინარეობაში და ეს რომ ასწავლონ, ასეთი ვოკალის პედაგოგე-ბი საქართველოში არ მეგულება, იქნებ, თქვენ იცით და მეც მითხრათ?!.

- ალეკო ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიამ გამოუშვა პროექტიდან. თავად არ სურს კომენტარი. ბევრ სხვა ცნობილ სახესაც დაატოვებინეს პროექტი.

- ყველა ცნობილ სახეს მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ ალეკო ბერძენიშვილს სხვა კლასი აქვს. ამ ყველა ცნობილში მას არ გავრევ. ჯერ ერთი, ის ნაკლებად ცნო-ბილია, ვიდრე დანარჩენი სახეები. წლების წინ მონაწილეობდა ''ვარსკვლავების აკადემიაში'', როცა ჩამოინგრა შენობა და პროექტი ვერ შედგა. ახლა გამოვიდა''X ფაქტორში''. მინდა ამიხსნან, რას ნიშნავს განმარტება, რომ მენტორს გარანტიას რისკი ურჩევნია. ალეკო, ფაქტობრივად, გიორგი გაბუნიამ და ბევრმა მაყურე-ბელმა ახლა აღმოაჩინა, ის სტუდიაში მუშაობს. თავად ალეკო ძალიან ცოტაჯერ ჰყავს ნანახი მაყურებელს, სხვა ცნობილი კონკურსანტებისგან განსხვავებით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება