მარიამ როინიშვილის თავბრუდამხვევი წარმატება რომში

მარიამ როინიშვილის თავბრუდამხვევი წარმატება რომში

შესაძლოა, დამთხვევაა, შესაძლოა, სულაც არა, მაგრამ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მანამდე. ამ მხრივ გამონაკლისებიც არიან. მარიამ როინიშვილის ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ წონაში დაიკლო, გარეგნულად უფრო მომხიბვლელი გახდა და კარიერულადაც წინ წავიდა.

ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი ოპერითაა გატაცებული და ჯერ კიდევ წლების წინ უწინასწარმეტყველებდნენ ამ სფეროში დიდ წარმატებას, თუმცა, როგორც ჩანს, გათხოვებამ გეგმებზე დროებით უარი ათქმევინა.

გასულ ზაფხულს მარიამი დედასა და შვილთან ერთად სტუმრობდა რომს, სადაც სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ერთთვიანი მასტერკლასი იტალიელ სოპრანო რენასტა სკოტოსთან გაიარა.

რამდენიმე თვის წინ კი მის ცხოვრებაში ახალი და ალბათ კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რადგან ის უკვე სანტა ჩეჩილიას აკადემიის სტუდენტია. სასწავლებლად მომღერალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ხელი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობამ შეუშალა. ამჟამად მარიამი იტალიის დედაქალაქ რომში კვლავ დედასთან ერთად იმყოფება და მილოცვებს საქართველოდან იღებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება