პატრიარქის სასწაული, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს შვილი გადაურჩინა

პატრიარქის სასწაული, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს შვილი გადაურჩინა

ტელეკომპანია "იმედზე" "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ მისი და პატრიარქის ურთიერთობაზე ისაუბრა. მომღერალმა სასწაული გაიხსენა, რომლის წყალობითაც ის პატრიარქს დაუახლოვდა:

"ალბათ ადამიანს სჭირდება სასწაული, რომ იწამოს. ერთხელ დამირეკეს, რომ უნდა ჩავსულიყავი საქართველოში. შემეშინდა, დავურეკე დედაჩემს და მამაჩემს, მათ მითხრეს, რომ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მეგობრებმა ისევ დამირეკეს, სასწრაფოდ გადადე ყველაფერი და ჩამოდი საქართველოშიო. მე მაშინვე წმოვედი. ჩამოვედი და წამიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში, სადაც მოთავსებული იყო ჩემი შვილი - დაჭრილი, რომელიც გონზე არ იყო. მთელი თბილისი, ჩემი მეგობრები, ჯანდაცვის სამინისტრო იქ იყო, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ. ფაქტობრივად, "წასული" იყო.

ერთ-ერთი, რაც მოვიფიქრე, ეს იყო უწმინდესი. უწმინდესი თუ გადამირჩენს. ბავშვი ვეღარ მცნობს, გათიშულია და მოხდა ეს სასწაული, რომ ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით საპატრიარქოში. ჩემდა საბედნიეროდ, დამხვდა უწმინდესი. იმავე წუთებში მიმიღო. ხუთი წუთი დამჭირდა, რომ მეთქვა რა ხდებოდა ჩემს თავს, ხმას ვერ ვიღებდი - "შვილი მიკვდება, მიშველე, უწმინდესო". მიტრიალდა, მახსოვს კარადაზე ჰქონდა ხატები. გამოიხედა, - "პაატა მარხულობო?" - შეწუხდა, გააგრძელა ლოცვა, მერე ისევ მკითხა "არც ზიარებულხარ?" - არა-მეთქი.

განაგრძო ლოცვა, ბოლოს წყალი ჯვარის სახით გადამასხა და მითხრა, წადი, იმახრულე და ილოცე, ახლა გადარჩება შენი შვილი, მაგრამ თუ კარგად არ მოიქცევი, ღმერთს აღარ ეყვარებიო. წამოვედი და ჩემი შვილი დამხვდა გაღიმებული".

წაიკითხეთ მეტი:

-"მიკვირს, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ან სხეულმა, ან სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე" - ილია მეორე

-ილია II - მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია