დედამიწას ორი ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას ორი ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 14 და 17 მაისს ორი ასტეროიდი ჩაუვლის. "ნასას" განცხადებით, 14 მაისს დედამიწას 10 მილიონი კილომეტრის დაშორებით ასტეროტიდი "1999 FN53" ჩაუვლის.

თუმცა, მათი ცნობით, ეს ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი სიგანე დაახლოებით 680 მეტრია და რამდენიმე ასეულ ტონას იწონის. "ნასა" ამ ციურ სხეულს დედამიწისთვის საშიშ ასტეროიდთა რიცხვს არ მიაკუთვნებს. მისი დედამიწაზე ვარდის შანსი კი 1%-ია. ასტეროიდის ნახვა 14 მაისს საღამოს იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი ციური სხეული დედამიწას 17 მაისს მოუახლოვდება. ასტეროიდი "5381", რომლის დიამეტრი სამი კილომეტრია, ჩვენ პლანეტას 24 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა