ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს

ვატიკანი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას  აპირებს

ვატიკანი ფორმალურად აპირებს პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას. "ბიბისის" ცნობით, უკვე მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტიც, რომელსაც ხელი მალე მოეწერება. პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი კვირის ბოლომდე რომის პაპთან გეგმავს შეხვედრას. როგორც "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, ვატიკანის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა, რელიგიური ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, ვინაიდან პალესტინის ტერიტორიაზე უამრავი ქრისტიანული წმინდა ადგილია. ოფიციალური ვატიკანი ითხოვს, რომ პალესტინის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიები და კათოლიკე მრევლი დაცული იყოს.

"ბიბისის" კორესპონდენტის, დევიდ უილეის ცნობით კი, რომის პაპი ამგვარად ცდილობს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი მრევლის წარმომადგენლობა გააძლიეროს მაშინ, როდესაც ათასობით არაბი ქრისტიანი ისლამისტების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.

ვატიკანის გადაწყვეტილებას ისრაელი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებს ხელს შეუშლის. ამ დრომდე პალესტინის სახელმწიფოებრიობა ევროპაში, ევროპარლამენტმა, დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა არაფორმალურად აღიარეს. შვედეთი ამ მხრივ ერთი ნაბიჯით წინ არის, მან პალესტინა, როგორც სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა