რუსი ცოლ-ქმარი მანქანაში სექსის დროს მდინარეში გადავარდა

რუსი ცოლ-ქმარი მანქანაში სექსის დროს მდინარეში გადავარდა

რუსეთში, ქალაქ კრასნოდართან, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ქალი დაიღუპა. 13 მაისს მდინარე კუბანზე დასასვენებლად ცოლ-ქმარი მივიდა, რომლებმაც ВАЗ-2115 მარკის ავტომობილი სანაპიროზე გააჩერეს. მეუღლეები სვამდნენ, მოგვიანებით კი სანაპიროდან ავტომობილის სალონში გადაინაცვლეს, სადაც სექსით დაკავდნენ. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცს ხელის მუხრუჭის დაყენება დაავიწყდა, ავტომობილი დაგორდა და მდინარეში გადავარდა. მამაკაცმა დროული რეაგირება მოახერხა - ფეხით ფანჯარა ამოაგდო და სალონიდან გამოვიდა. მისმა 35 წლის მეუღლემ კი ეს ვერ შეძლო და ავტომობილთან ერთად წყალში გადაეშვა.

ტრაგედიის ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლიდან ავტომობილი და დაღუპულის ცხედარი ამოიღეს. ამჟამად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ინციდენტის დეტალებს არკვევენ.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა