გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''

გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''

''პატრიოტობა გულშია, შენი ქალაქის, ქვეყნის სიყვარულშია. აფხაზეთში რომ ვიბრძოდი, ადრე ეგ იყო პატრიოტობა, დღეს კი სიგარეტს რომ ქუჩაში კი არა, ურნაში ჩააგდებ, ეგეც პატრიოტიზმია. როცა შენი ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის ყველა სატკივარი გტკივა, უკვე პატრიოტი ხარ'', - აღნიშნა გიო ხუციშვილმა, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი იცვლება, ხალხი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო, მაგრამ ტრადიცია ისეთი რამაა, რასაც კი არ უნდა მიჰყვე, შენში უნდა იყოს. ჩემი მშობლების მიერ დატოვებული ოჯახური ტრადიციები გენეტიკური კოდივით მაქვს ჩანერგილი და ვცდილობ, არ დავკარგო. ერთად შეკრება, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება, თუნდაც სუფრის გაშლა, შვილების მეგობრებთან ურთიერთობა, ერთად სადილობა - ასეთი ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორემ ჩოხით არასდროს მივლია, გახეხილი ჯინსიც მცმია და გრძელი თმაც მქონია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მგონია, ტრადიციების დიდი პატივისცემა ასაკთან ერთად მოდის.

- ოჯახურ ტრადიციებზე საუბრობთ და მაინტერესებს თქვენი აზრი წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე.

- როცა ქართველ კაცს ქალიშვილი გყავს, რთული აღსაქმელია ქორწინებამდე თანაცხოვრება, ბიჭის შემთხვევაში ამას უფრო მარტივად უყურებ. ხომ იცი, ქართველებს ტვინი ცოტა სხვანაირად გვაქვს მოწყობილი. დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე და მგონია, ცუდი არაა, თუ წყვილი ერთმანეთს ქორწინებამდე გაიცნობს და დაოჯახებამდე ერთად იცხოვრებს, ოღონდ ეს სიყვარულით უნდა ხდებოდეს, თორემ კლუბში ყოველ შესვლაზე რომ იცვალო პარტნიორი, ეს სულ სხვა რამაა.

- ჩვენს რეალობაში ბევრი ოჯახი ინგრევა, რატომ?

- ერთმანეთს არ იცნობენ. პატარები რომ ქმნიან ოჯახს, ყველაფერს შესაბამისად ვერ აცნობიერებენ. ხშირად ერთმანეთის მიმართ ლტოლვა აქვთ და არა დიდი სიყვარული. გარკვეული დროის შემდეგ კი დგებიან სიყვარულის, მოფერების, გაგების, კიდევ ბევრი სხვა პრობლემის წინაშე. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა პატარებს შეუქმნიათ ოჯახი და ბოლომდე შერჩენილან ერთმანეთს, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში პატარა ასაკში ოჯახი ლტოლვის საფუძველზე იქმნება, ეს არაა ის დიდი სიყვარული, რომელიც ოჯახს სჭირდება. ცოლ-ქმარს რთული და ეკლიანი გზის გავლა უწევს, თავიდან ყველაფერი ლამაზია, მაგრამ როგორც კი პატარა ეკალი იჩენს თავს, ყველაფერი ფუჭდება. მე ძალიან შორს ვიყავი წინასწარი თანაცხოვრების საკითხისგან, მაგრამ რაღაცებზე რომ დავფიქრდი, რაღაცებს შევხედე, მივხვდი, ჯობს, წინასწარ იცხოვრონ ერთად, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება