"უსახელო" დაავადებით შეპყრობილი ბიჭუნას მშობლები შვილის სიკვდილს ნატრობენ

"უსახელო" დაავადებით შეპყრობილი ბიჭუნას მშობლები შვილის სიკვდილს ნატრობენ

ინდოეთში 12 წლის ბიჭუნა აღმოაჩინეს, რომელიც უიშვიათესი დაავადებითაა შეპყრობილი. მაჰენდრა ახირვარს ძალიან სუსტი კისრის კუნთები აქვს, რის გამოც თავს ვერ იკავებს და ხან მკერდზე, ხანაც - მარცხენა მხარზე ჩამოუვარდება ხოლმე.

მშობლები ამბობენ, რომ ჯობია, ბიჭუნა მოკვდეს, ვიდრე ასე ეწამოს.

მათ შვილი 50-ზე მეტ ექიმს აჩვენეს, მაგრამ დიაგნოზი ვერავინ დაუსვა და ვერც მკურნალობის კურსი დაუნიშნა. იმდენად იშვიათი დაავადებაა, რომ მას სახელიც კი არა აქვს.

-დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლია, მთელი დღე ოთახის კუთხეშია მიმჯდარი. ამას სიცოცხლე არ ჰქვია, - ამბობს მაჰენდრას დედა.

მაჰენდრას 10 და 16 წლის ძმები და 14 წლის და ჰყავს. ისინი ჯანმრთელნი არიან.

დაავადება 6 თვის ასაკში გამოვლინდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ სუსტი ბავშვი იყო და დროთა განმავლობაში გაუვლიდა, 3 წლისა რომ გახდა, თავს ვერტიკალურ მდგომარეობაში საერთოდ ვერ იკავებდა.

მშობლები განიცდიან, რომ მოზარდს ხშირად დასცინიან, რის გამოც სკოლაში არ დაჰყავთ. მისი მეგობრები მხოლოდ და-ძმები არიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა