"ამ გოგომ აშკარად იცის რა აქვს სათქმელი და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს" - ზაზა შენგელია ნინა სუბლატის შესახებ

"ამ გოგომ აშკარად იცის რა აქვს სათქმელი და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს" - ზაზა შენგელია ნინა სუბლატის შესახებ

ხმის ჩამწერი კომპანია Bravo Records-ის მფლობელი ზაზა შენგელია ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის ნინა სუბლატის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ვუყურე "ევროვოზიის" კონკურსის პირველი დღის გენერალურ რეპეტიციას, პირდაპირ ეთერში ვენიდან. . . უნდა გითხრათ პირდაპირ: აღფრთოვანებული ვარ ნინა სუბლატის გამოსვლით. ამ გოგომ აშკარად იცის რა აქვს სათქმელი, ზოგადად რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. გარწმუნებთ, ძალიან დიდი სიამოვნება გელით დღეს საღამოს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ადგილს დაიკავებს, აბსოლუტურად არანაირი, რადგანაც "ევროვიზიის" კონკურსზე ხმის მიცემის სისტემა ძალიან პოლიტიზირებული და არაობიექტურია და ამ მოცემულობაში ხუთეულში ან თუნდაც ათეულში მოხვედრაც კი უდაოდ დიდი მიღწევა იქნება ჩემი აზრით. მთავარია ის ინდივიდუალიზმი, ექსპრესია, დინამიკა და საოცარი ემოცია, რომელსაც დღეს საღამოს ნინა სუბლატი შემოგთავაზებთ smile emoticon მე ვამაყობ მისით. მოხარული ვარ, რომ ნინას საკონკურსო სიმღერა "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა და მთელი გუნდით, წარმატებებს ვუსურვებთ მას. Go Nina Go! and Good Luck!".

დღეს, 19 მაისს ავსტრიაში ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი იმართება. საქართველოს სახელით, სიმღერის კონკურსზე მომღერალი ნინა სუბლატი გამოდის, სიმღერით Warrior.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება