უკრაინა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას წყვეტს

უკრაინა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას წყვეტს

უკრაინა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას წყვეტს, - ამის შესახებ, "უნიანის" ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

"მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ", - აღნიშნა იაცენიუკმა. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ ერთიანობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რაც მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

გასული წლის ნოემბერში უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ არც ერთი უკრაინული თავდაცვითი საწარმო, რომელიც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს, რუსულ მხარესთან აღარ თანამშრომლობდა. როგორც უკრაინელი ექსპერტები ირწმუნებიან, უკრაინა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეწყვეტით არაფერს კარგავს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა