საქართველო, სერბეთი, რუსეთი - "ტელეგრაფმა" საკუთარი ფავორიტები დაასახელა

საქართველო, სერბეთი, რუსეთი - "ტელეგრაფმა" საკუთარი ფავორიტები დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა ”ტელეგრაფმა” ევროვიზიის კონკურსის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი კრიტიკულად შეაფასა, გარდა - სერბეთის, რუსეთის და საქართველოსი.

”ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერები ჰქონდათ სერბეთის წარმომადგენელს (რომელიც საზოგადოებისგან განსხვავებულ ინდივიდზე მღეროდა და რომ ეს სრულიად ნორმალური რამაა), საქართველოს წარმომადგენელს (დისტოპიურ თინეიჯერს, რომელიც სინამდვილეში ალბათ 25 წლის იქნება და ისეთი სიმღერითაა ჩამოსული ევროვიზიაზე, რომელიც თავისუფლად გეგონება თანამედროვე მუსიკალური ჩარტების ჰიტი და არა მხოლოდ ევროვიზიისთვის შექმნილი ნაწარმი) და რუსეთის წარმომადგენელს (რომელმაც ძალიან დასამახსოვრებელი და ამყოლი ბალადა შეასრულა), - ნათქვამია ”ტელეგრაფის” სტატიაში.

ამის პარალელურად, რუსეთის წარმომადგენელს, 28 წლის პოლინა გაგარინას ავსტრიულმა ბულვარულმა გაზეთმა შიშველი ფოტოები გამოუქვეყნა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება