ფეხმძიმე ქეთა თოფურია მთებში გაემგზავრა (+ ფოტო)

ფეხმძიმე ქეთა თოფურია მთებში გაემგზავრა (+ ფოტო)

მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც მალე დედა გახდება, ამჟამად ლოს ანჯელესში იმყოფება მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად. მომავალი დედა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" თაყვანისმცემლებისთვის აქვეყნებს ამერიკაში გადაღებულ ფოტოებს. მშობიარობის ბოლო თვეებში მომღერალი აქტიურად ერთობა. 

ცოტა ხნის წინ ქეთამ ქმართან ერთად მთებში გაისეირნა. ფეხმძიმობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ქეთას არ უჭირს მსგავსი მგზავრობის გადატანა. უკვე ცნობილია წყვილის ბავშვის სქესი, ცოლ-ქმარს გოგონა ეყოლებათ. ამის შესახებ საზოგადოებას რეპერმა ტიმატიმ აცნობა.

ქეთას ამერიკაში გამგზავრებას რუსული პრესა არაერთგვაროვნად შეხვდა, წერენ, რომ მომღერალი რუს ექიმებს არ ენდო და ამერიკაში გაემგზავრა სამშობიაროდ.

ქეთა უკვე ძალიან მალე, გახდება დედა. რუსული პრესის ინფორმაციით, ქეთა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარებს.

ამ კლინიკის პაციენტები თავის დროზე იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდიშიანი. კლინიკაში მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება