უცხოურ ვებ-გვერდზე ნარკოტიკების გამო ნინა სუბლატის დაკავების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

უცხოურ ვებ-გვერდზე ნარკოტიკების გამო ნინა სუბლატის დაკავების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

ცნობილ ვებგვერდ clonezone.link-ზე, რომელიც ინტერნეტ-მომხარებლებს პოპულარული ვებ-გვერდების საკუთარი ვერსიის შექმნის შესაძლებლობას აძლევს, bbc.com-ის სახელით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სტატიაში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით ავსტრიის პოლიციის მიერ ნინა სუბლატის დაკავების შესახებაა საუბარი.

"ავსტრიის პოლიციამ "ევროვიზიის" ქართველი კონკურსანტი ნინა სუბლატი, რომელსაც დღევანდელ ფინალურ შოუზე უნდა ემღერა, კოკაინის შენახვის ბრალდებით დააკავა.

ავსტრიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ნინა სუბლატის ქცევა საეჭვოდ მოეჩვენათ, როდესაც მან უნარშეზღუდულ ადამიანს, რომელიც მისი ავტოგრაფის მოპოვებას ცდილობდა, ხმამარლა დაუყვირა.

პოლიციამ ის ნარკოტიკებზე შეამოწმა და შემოწმებამ კოკაინზე დადებითი პასუხი აჩვენა, გარდა ამისა, პოლიციამ ნინა სუბლატს ჩანთაში 28,3 გრამი კოკაინი აღმოუჩინა.

ედვარდ გოლდმენი (უნარშეზღუდული): "ჯერ კიდევ შოკში ვარ იმით, რაც შემემთხვა. მთელი პროექტის განმავლობაში მომწონდა ქართველი კონკურსანტი და ყველაფერი გავაკეთე, რათა მისი ავტოგრაფი მომეპოვებინა. სამწუხაროდ, მან მე ყვირილი დამიწყო და თავში წყლის ბოთლის ჩარტყმა სცადა".

ლეიტენანტი რასელ მარში: "ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა და შიდა გამოძიება დაიწყო. ვიდრე ფატქების გამოძიებით ვართ დაკავებული, კომენტარისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ", - აღნიშნული იყო www.bbc.com.clonezone.link-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინა სუბლატის მეუღლე, მუსიკოსი გიორგი შამანაური გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება