ფიროსმანის ნახატს კრისტის აუქციონზე "რუსულ არტად" ასაღებენ

ფიროსმანის ნახატს კრისტის აუქციონზე "რუსულ არტად" ასაღებენ

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი "არსენალის მთა ღამით" გასაყიდად კრისტის აუქციონზე გააქვთ. ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობენ. მას აუქციონზე პირველ ივნისს გაიტანენ. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. იგი ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.

აღსანიშნავია, რომ კრისტის აუქციონის ოფიციალურ საიტზე, ტილოს აღწერაში, ფიროსმანის ნამუშევარი რუსულ არტად არის მოხსენიებული.

ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე, რომელიც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება