სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქზე კონტროლი დაამყარეს

სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქზე კონტროლი დაამყარეს

სირიელმა ამბოხებულებმა ქვეყნის პროვინცია იდლიბის ბოლო ქალაქზე დაამყარეს კონტროლი. "როიტერის" ცნობით, ქალაქი არიჰა, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებდნენ, ქვეყნის არმიამ უკვე დატოვა.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები არიჰაში მდებარე პოზიციებიდან გამოვიყვანეთ, დავტოვეთ ქალაქის სიახლოვეს არსებული პოზიციებიც მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ამბოხებულების რიცხვი გაცილებით დიდი იყო", - აცხადებს სირიის არმიის წარმომადგენელი.

სირიის არმიასა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირება უკვე 4 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამბოხებულები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ასადი პოზიციებს არ თმობს. გარდა ამისა, სირიაში მესამე ძალა "ისლამური სახელმწიფოც" იბრძვის, რომელმაც ქვეყნის საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაკავება უკვე მოახერხა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა