პოროშენკო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს

პოროშენკო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს

პეტრო პოროშენკო შესაძლოა, თავისი ინაუგურაციის დღეს გარდაცვლილიყო, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის უფროსმა ვალერი გელეთეიმ განაცხადა. ერთი წლის წინ ახალარჩეული პრეზიდენტის კორტეჟის გზაზე აღმოაჩინეს სათლი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა და ლურსმნები იყო ჩაწყობილი.

ბომბიანი სათლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის შესასვლელთან იყო მიმაგრებული, სადაც კორტეჟს უნდა გაევლო. ის მოქმედებაში მობილური ტელეფონის სიგნალით უნდა მოსულიყო. პოროშენკო მაშინ შემთხვევით გადარჩა, მცველებმა უცნაური ხმა გაიგეს ბუჩქებიდან - უცნობი ადამიანი ცდილობდა სათლი დაეკიდა ღობეზე. ამის შემდეგ მცველებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ტერიტორია და ასაფეთქებელი ხელსაწყო აღმოაჩინეს.

მომზადებულია tvzvezda.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა