მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში, ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

როგორც "ცენზორ.ნეტი" წერს, ამის შესახებ უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა, იგორ შევჩენკომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

"კიდევ ერთი მერიტოკრატი დაინიშნა უკრაინაში ხელმძღვანელ პოსტზე. მიხეილ სააკაშვილი - ოდესის ოლქის გუბერნატორი", - წერს შევჩენკო.

კიდევ ერთი სააგენტო, "ინტერფაქს-უკრაინა" აღნიშნავს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის გუბერნატორის პოსტზე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი წარუდგინა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარო იუწყება, ახალი გუბერნატორის წარდგენა ხვალ მოხდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა