ბრედ პიტი ბისექსუალი აღმოჩნდა?

ბრედ პიტი ბისექსუალი აღმოჩნდა?

უცხოურმა ტაბლოიდებმა სანიმუშო მეოჯახე ბრედ პიტი გარყვნილებაში ამხილეს. აღმოჩნდა, რომ პიტისა და ჯოლის ვარსკვლავური წყვილი 10 წელია "თავისუფალი კავშირებით" ტკბება. თუმცა ეს არ არის მთავარი სკანდალი - თაყვანიმცემელთა მთელი არმია შეძრა ინფორმაციამ, რომ ბრედ პიტი თავის მომხიბვლელ მეუღლეს ქალებთან კი არა, მამაკაცებთან ღალატობს.

ინფორმაციას საფუძვლად დაედო ანონიმური წყაროს ინტერვიუ, ვინც წყვილის გარემოცვაში ტრიალებს. მამაკაცმა ჟურნალ "სტარს" განუცხადა, რომ პიტი და ჯოლი ერთმანეთს ცოლ-ქმრული სარეცლის მიღმა კავშირების უფლებას აძლევენ. თუმცა პიტი ამ უფლებით გაცილებით ხშირად სარგებლობს.

ეს განცხადება ნამდვილად მოულოდნელია, რადგან წყვილს საქორწინო კონტრაქტი აქვს გაფორმებული მკაფიო ჩანაწერით: "ღალატის შემთხვევაში ქმარს ბავშვებზე უფლება ჩამოერთმევა. ამის მიუხედავად, წყარო დაჟინებით ამტკიცებს, რომ ვარსკვლავი მამაკაცებითაა გატაცებული, თანაც საკმაოდ პრეტენზიული გემოვნება აქვს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მსახიობი გეი-პორნოს ვარსკვლავით, კემერონ ფოქსით იყო გატაცებული და სასტუმროში შეხვედრაზეც შეუთანხმდა.

"რომ შეათვალიერა, 1000 დოლარი გადაუხადა და გაუშვა. ბიჭი რეალობაში ისეთი კარგი გარეგნობის არ აღმოჩნდა, როგორიც ეკრანზე ჩანდა", - ამბობს წყარო.

სხვათა შორის, ფოქსი გასულ წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მასთან გადამოწმება შეუძლებელია.

დასავლურ პრესაში არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყვილის ცოლ-ქმრობა არც ისე იდეალურია, როგორადაც ისინი ასაღებენ. მათი კავშირი რამდენჯერმე აღმოჩნდა რღვევის პირას. პრობლემების მოგვარების თხოვნით წყვილმა ფსიქოლოგსაც მიმართა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება