ინდოეთში რეკორდულად მაღალი სიცხის გამო 2 200 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში რეკორდულად მაღალი სიცხის გამო 2 200 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 200-ს გადააჭარბა. "ბიბისის" ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ რეგიონში, კერძოდ, ანდჰრა-პრადეშისა და ტელანგანას შტატებში.

რეგიონში ტემპერატურა ამ დროისთვის 47 გრადუსამდე შემცირდა. მთავრობა მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს. მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა ნელ-ნელა კლებას დაიწყებს, რის შემდეგაც ნალექიან ამინდს ელოდებიან.

ინდოეთში მაისის და ივნისის თვეები ყოველთვის ცხელია, რა დროსაც ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება, თუმცა, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა