უკრაინაში ომი განახლდა

უკრაინაში ომი განახლდა

დონეცკის ოლქში პრორუსი მებრძოლები უკრაინის არმიის პოზიციებს ამ დრომდე უტევენ. უკრაინული მედიის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა. ამას გარდა, მოკლულია ათობით "ბოევიკი". ვითარება ქალაქ მარინკასთან განსაკუთრებით მძიმეა.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრორუსი მებრძოლები ნაღმმტყორცნებიდან შიროკინოს დასახლებაშიც ისროდნენ. დაძაბული ვითარებაა ლუგანსკის ცალკეულ სოფლებშიც.

ეუთო-ს მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ მარინკადან 14 კილომეტრში 2 და 3 ივნისს დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის კუთვნილი მძიმე სამხედრო შეიარაღების გადაადგილება შეინიშნებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა