ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - "ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს..."

ნინა სუბლატის ''ევროვიზიული'' და პირადი ვნებები - "ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს..."

მიუხედავად იმისა, რომ ''ევროვიზიაზე'' წაგების შემდეგ მუდმივად ისმის შეკითხვა, ღირს თუ არა კონკურსში კვლავ მონაწილეობა, სადაც ყველაფერი ჩაწყობითაა და პოლიტიკაა მთავარი, ყოველ წელს მაინც მივემგზავრებით და რაც მთავარია, ყოველი წასვლის წინ ვიმუქრებით ევროპის გაოცებითა და ხუთეულში მოხვედრით.

წელს არჩევანი ''საქართველოს ვარსკვლავის'' გამარჯვებულ ნინა სუბლატზე შეაჩერეს. გოგონა, რომელიც თავისი იმიჯით საკმაოდ განსხვავდება შოუბიზნესის სხვა ქართველი ვარსკვლავებისგან, იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ამბიცია სუბლატს არც მანამდე აკლდა და წინასაკონკურსოდ გამორჩეულად გააქტიურდა. სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმეჯერ ქართველი ჟურნალისტები გალანძღა და როგორც კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, თურმე ისიც თქვა, რომ ქართულ შოუბიზნესს ის იწყებდა.

''ევროვიზიაზე'' მე-11 პოზიცია დავიმსახურეთ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნინას პერფორმანსი ათეულს იმსახურებდა. ქართველ მომღერალს არც ვოკალური მონაცემები აკლია, არც ქარიზმა და მის გამოსვლას დადებითი გამოხმაურებებიც არ აკლდა, თუმცა ''ევროვიზიის'' ლოგიკა ცოტა რთული გასაგებია. მეორე მხრივ, საყოველთაო ისტერიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას არ ვუნდივართ და ამიტომაც არ გვაძლევენ ხმას, აშკარად გადამეტებული იყო. ქართველების ტემპერამენტი და მუსიკალური კონკურსებისადმი გან-საკუთრებული დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი, ამიტომაც სოციალურ ქსელებში მყისვე გაჩნდა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ათეულში ვერ მოვხვდით.

1. საზიზღარი ევროპა რუსეთს ''შეუძვრა'' და მაღალი ქულები მისცეს.

2. მათზე საშინელი აღმოჩნდა ''ევროვიზიის'' ტექნიკური რეჟისორი, რომელმაც სიმღერის დროს სცენაზე გაშვებული ბოლით ნინა ისე ჩააბნელა, რომ ხალხმა ვერ დაინახა, ვისთვის დაემესიჯებინა.

3. წუწკმა ღარიბაშვილმა ფული ვერ გაიმეტა და დიასპორის მესიჯებმაც ვერ გადაგვარჩინა, რომ ხუთეულში მაინც შევსულიყავით.

თუმცა ''საზმაუწყებელი'' აშკარად არ აპირებს ამ კონკურსზე უარის თქმას, მომავალ წელს თავიდან დავიწყებთ ათვლას და ხუთეულში მოსახვედრად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, თუნდაც ''ევროვიზიაზე'' ულვაშამოწვერილი კესარია აბრამიძის გაგზავნა დაგვჭირდეს, კონჩიტას კვალდაკვალ. თავადაც იხუმრა, დროა, წვერი მივიმაგრო და ''ევროვიზიაზე'' გავემგზავროო, თუმცა, ჩვენი აზრით, ულვაში უფრო ''ეროვნული'' იქნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ნინას პერსონის გააქტიურებამ კი გაგვიჩინა იდეა, თვალი გადავავლოთ მის განვლილ გზას, როგორ მოვიდა აქამდე და ვინ დაეხმარა ყველაზე მეტად. სხვათა შორის, მის კარიერაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მომღერლის მეუღლე, რომელიც თავადაც მუსიკოსი გახლავთ, გიორგი შამანაური ნინა სუბლატისთვის შესანიშნავი პარტნიორია როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მუსიკის კუთხითაც. გიორგისთან შეხვედრამდე ნინა თავის პირადულზე ძალიან გახსნილად ლაპარაკობდა, მათ შორის ''რეიტინგთანაც'', რომელსაც ''საქართველოს ვარსკვლავის'' მიმდინარეობისას მაშინდელ შეყვარებულ, ფიტნესინსტრუქტორ პიტო სეთურიძის შესახებ ინტერვიუ მისცა. აი, რას ამბობდა მაშინ ნინა:

- როგორი შეყვარებული ხარ?

- მე მგონი, ძალიან ცუდი (იცინის). ცუდი ხასიათი მაქვს, აუტანელი ვარ. ხანდახან მიკვირს, როგორ მიძლებს პიტო, მაგრამ ალბათ ზუსტად ის ადამიანი აღმოვაჩინე, ვისაც ამდენი წელი ვეძებდი. ყველაფერს ვაპროტესტებ, ჩემი აზრი მაქვს, რომელიც აუცილებლად რქებით უნდა გავიტანო, ბოლოს ისე ხდება, რომ მაინც ვთანხმდებით. არასოდეს გვქონია დაშორების პერიოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება