კიევთან ახლოს ნავთობის ბაზაზე ხანძარს კიდევ სამი მაშველი ემსხვერპლა

კიევთან ახლოს ნავთობის ბაზაზე ხანძარს კიდევ სამი მაშველი ემსხვერპლა

კიევთან ახლოს, ვასილევსკის რაიონში ნავთობის ბაზაზე დღეს დილიდან გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, ცოტა ხნის წინ სამი მაშველის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.

ავაკოვის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ნავთობბაზაზე ხანძრის ლოკალიზება უახლოეს 12 საათში მოხდეს.

ნავთობბაზაზე ხაბძარი 8 ივნისს საღამოს გაჩნდა. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა