ხატია ბრაჭულს სააკაშვილთან ლანჩზე საუბარი აღარ უნდა

ხატია ბრაჭულს სააკაშვილთან ლანჩზე საუბარი აღარ უნდა

მსახიობი ხატია ბრაჭული ბოლო დროს ძალიან პოპულარულია და ეს, რა თქმა უნდა, სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' დამსახურებაა. მისი გმირი ''ბოზი თამუნა'' თავიდან უარყოფითად აღიქვა საზოგადოებამ, მაგრამ ბოლო დროს, სერიალში განვითარებული მისი და ბაქარის სასიყვარულო ამბის შემდეგ, მოულოდნელად ყველა მეძავი გოგონას მხარეს გადავიდა, დღეს ქუჩაში ხატიას ხშირად ეკითხებიან, როგორ გაგრძელდება მისი და ბაქარის რომანი.

ხატიას სამსახიობო გზა მხოლოდ ამ სერიალით არ იწყება. გოგონა რამდენიმე წლის წინ ''იმედზე'' სერიალ ''მედეარში'' ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. შემდეგ იყო 2013 წლის სკანდალი მიხეილ სააკაშვილთან ლანჩის გამო. მაშინდელი პრეზიდენტი გოგონამ პირველად პიაცაზე გაიცნო, შემდეგ მეგობრებთან ერთად სასახლეშიც ესტუმრა და სურათები გადაიღეს.

ხატიას მაშინდელ სიტყვებს, რომ ამაყობდა საკუთარი პრეზიდენტით, სერიოზული რეზონანსი მოჰყვა, რადგან რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე მსახიობის მიმართ აგრესიამ იმატა. თუმცა დღეს ყველაფერი ჩავლილია და ამაზე ლაპარაკი აღარ სურს, თუმცა ჩვენთან საუბრისას დეტალებს მაინც იხსენებს.

- ხატია, როგორც ვხვდები, ბოლო დროს, სერიალის სიუჟეტიდან გამომდინარე, შენი გმირის მიმართ დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა...

- დიახ, თავიდან ცოტა გაღიზიანებულები იყვნენ, უარყოფითად უყურებდნენ, მაგრამ როგორც კი გმირი შეიცვალა, სიყვარული ეწვია, ოჯახი შექმნა, სიკეთე გამოავლინა, საზოგადოებამ შეიყვარა და თამუნას ძალიან გულშემატკივრობენ. ქუჩაში რომ მხედავენ, მეძახიან, ვაიმე, თამუნა, შენ და ბაქარი ხომ ერთად იქნებითო. ნერვიულობენ დედამთილზე... ეს ძალიან კარგია, რომ გმირი მაყურებელზე დადებითად მოქმედებს.

- მახსოვს, ერთხელ სერიალის სცენარისტი სოციალურ ქსელში წერდა, მეძავს თამუნა რომ დავარქვით, ვიღაცები გაღიზიანდნენო. შენთან თუ უთქვამთ მსგავსი რამ?

- ბოზი თამუნა (იცინის). ხდება ხოლმე, რომ სახელი უკვე პირდაპირ გმირთან ასოცირდება. არ ვიცი, სცენარისტმა რატომ დაარქვა თამუნა, მაგრამ მგონი, უხდება ეს სახელი.

- სერიალში სეზონი უკვე დასასრულისკენ მიდის, რამდენად ხშირად გამოჩნდება შენი და ბაქარის ისტორია...

- წინასწარ არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ისტორია სერიალში გრძელდება და გადაღებები გვაქვს.

- ალბათ, სერიალში გამოჩენის შემდეგ შენი თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ თუ აკომპლექსებთ შენთან ურთიერთობა თუნდაც გმირის გამო?

- ხშირად უნდათ ჩემთან საუბარი, მაგრამ ბარიერი აქვთ, შეიძლება, პირადი კომპლექსის გამო, ან მე ვგონივარ თავში ავარდნილი პერსონა. ზოგსაც ჰგონია, რომ შეყვარებული მყავს. ყველას პატივს ვცემ, კომპლიმენტებსაც ვიღებ, უარყოფით შეფასებასაც ვუსმენ, მაგრამ ზედმეტი ყურადღება ცოტა დამღლელია, თან, როცა უამრავი საქმე გაქვს.

- სოციალურ ქსელში ალბათ ბევრი გწერს...

- მიხარია, როცა მწერენ, რომ როგორც მსახიობი, მოვწონვარ. ჩემს გარეგნობასაც ხშირად აფასებენ დადებითად. სალანძღავი მესიჯებიც მომსვლია, რომ თავში მაქვს ავარდნილი და მართლა ლამაზი ხომ არ მგონია საკუთარი თავი. უამრავი უაზრო წერილიც მოდის, რომელიც ბოლომდე არ წამიკითხავს.

- როგორც ვხვდები, ამ ეტაპზე შეყვარებული არ ხარ...

- არა, ნამდვილად არ ვარ (იცინის).

- მგონია, რომ ძალიან რისკიანი გოგო ხარ. ამას მხოლოდ როლის გამო არ გეუბნები, მახსოვს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ რამდენი უარყოფითი შეფასება დაიმსახურე, თუმცა მაშინაც ბევრი გამხნევებდა.

- რისკიანი ვარ და ვფიქრობ, ყველა ადამიანმა რაღაცაში მაინც უნდა გარისკოს. შედეგი რომ ნახო, ამისთვის რისკი აუცილებელია. ამ თემაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს იყო წარსული და აღარ მინდა ამის ამოტივტივება. აქ ვერაფერს ვხედავ გასარისკს. იმ პერიოდში ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ უარყოფითმა ემოციებმა იმატა. ჩემ მიმართაც აგრესია გამოიწვია, რომ პრეზიდენტზე დადებითად ვისაუბრე. ყველა ადამიანს ექნება ბედნიერებისა და პატივისცემის განცდა, როდესაც პრეზიდენტთან სურათს გადაიღებს ან ლანჩზე დაესწრება. თუმცა უარყოფითმა დამოკიდებულებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ამიტომ ჭკუა ისწავლე და პოლიტიკოსებთან ლანჩზე აღარ დადიხარ...

განაგარძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება