რომის პაპი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გულწრფელი მცდელობებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გულწრფელი მცდელობებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გულწრფელი მცდელობებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, პონტიფიკოსმა გუშინ კრემლის ლიდერთან შეხვედრის დროს განაცხადა.

50-წუთიანი შეხვედრისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა და რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში დიალოგის რეჟიმის აღდგენისა და სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რომის პაპი, რომელიც მსოფლიო ლიდერებთან საკმაოდ გულღია შეხვედრებით გამოირჩევა, პუტინთან შეხვედრისას საკმაოდ მტკიცე და ფორმალური ჩანდა. შეხვედრის შემდეგ ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურულ კარს მიღმა პაპი კრემლის ლიდერის მიმართ საკმაოდ პირდაპირი იყო. ასევე სიტყვა "გულითადი მიღება", რომელიც პაპის ყველა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არის ხოლმე აღნიშნული, ამჯერად ვატიკანს არ გამოუყენებია.

რომის პაპთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა ერთი საათი დაიგვიანა. მანამდე მან შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინსტრ მატეო რენცისთანაც გამართა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა