ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვს

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვს

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ გამოცემა "ინდეფენდენთი" ავსტრალიურ სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ისლამისტები ფლობენ საკმარის რადიოაქტიურ მასალას იმისათვის, რომ შექმნან ატომური ბომბი. აღსანიშნავია, რომ ჯიჰადისტებმა მასობრივი განადგურების იარაღის განვითარების ამბიციების შესახებ უკვე განაცხადეს. მანამდე კი, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მსოფლიო, რომ ისლამისტებს ბირთვული იარაღის მიღება პაკისტანიდან შეუძლიათ.

"ისლამური სახელმწიფო" ერაყისა და სირიის რეგიონების დიდ ნაწილს უკვე აკონტროლებს, მათ მიზანს ახლო აღმოსავლეთში ხალიფატის შექმნა წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა