ანრი ჯოხაძეს შრომა დაუფასდა - მომღერალი 5 000 ლარით დააჯილდოვეს

ანრი ჯოხაძეს შრომა დაუფასდა - მომღერალი 5 000 ლარით დააჯილდოვეს

11 ივნისს, "ოქროს ტალღა 2014"-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მუსიკალურ პროექტს რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა" მეორე წელია, რაც ატარებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს ყველაფერი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენასა და ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ემსახურება.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ ქანდაკება - "ოქროს ტალღის" ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.

2014 წლის სიმღერა ჟიურისა და რადიომსმენელების გადაწყვეტილებით, ანრი ჯოხაძის "განა ყველა ქალი ქალია" გახდა. როგორც მომღერალი ამბობს, არ ელოდა ამ გამარჯვებას. მას ასევე გადაეცა ფულადი ჯილდო 5.000 ლარი.

ანრი:

- საქართველოში არასდროს არაფერი მომიგია და ეს გამარჯვება ახლა ისე მიხარია, ვერც გადმოვცემ. ბავშვივით დაბნეული ვარ და არც ვიცი, როგორ მოვიქცე. მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა. დამიჯერეთ, ქართველი მომღერლისთვის ამაზე დიდი ჯილდო არაფერია, ვიდრე ის, რომ შენი ნამუშევარი საუკეთესოდ სახელდება.

- საერთოდ, ვერცერთ ნომინაციაში თუ ვერ მოიპოვებდი გამარჯვებას, ნაწყენი ხომ არ დატოვებდი აქაურობას?

- არ მიცნობთ კარგად, რა მნიშვნელობა აქვს იმას, გავიმარჯვებდი თუ არა რაიმე ნომინაციაში? იმას როგორ დავიწყებდი, რაღაც მეკუთვნოდა და არ მივიღე-მეთქი?! ამ წვეულებაზე იმიტომ მოვედი, რომ მისწორდებოდა აქ ყოფნა.

- როდის შექმენი ეს სიმღერა, რომელმაც წარმატება მოგიტანა?

- ზუსტად ერთი წლის წინ და მისი პრემიერაც მაშინ შედგა. გარდა იმისა, რომ სიმღერა სასიყვარულო თემაზეა, ასევე სოციალურ თემაზეა, მასში არის ის პროტესტი, რაც საერთოდ, ქალსაც აწუხებს და მამაკაცსაც.

- სიმღერის ტექსტის, მუსიკის, კლიპის ავტორი შენ ხარ და ეს ყველაფერი დაგიფასდა...

- ძირითადად, მე ხომ მარტო ვშრომობ...

ასე რომ, "X ფაქტორის" მენტორს გუშინ სასიამოვნო საღამო ჰქონდა. როდესაც უთხრეს, ახლა გიორგი გაბუნიას უნდა შევატყობინოთ ეს შენი წარმატება, რადგან გვაინტერესებს მისი რეაქციაო, იქვე უპასუხა, გაბუს ეს ძალიან გაუხარდებაო!.. გაუხარდება თუ არა, ამას ორშაბათის ლაივზე ვნახავთ. ამ ფაქტს გიორგი გაბუნია უკომენტაროდ არ დატოვებს.

რაც შეეხება, "ოქროს ტალღის" მონაწილეთა სიას, კონკურსის ფარგლებში 2014 წლის მანძილზე ოთხ რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში 79 სიმღერა მონაწილეობდა.

გამარჯვებულები არიან:

წლის დებიუტი - ანსამბლი "მეტეხი" - "ჩემო ფერია";

წლის მომღერალი მამაკაცი - ზურა ხაჩიძე - "ღამის სიზმარი";

წლის მომღერალი ქალი - ნინა სუბლატი - "ნაიარევს";

წლის დუეტი - ანსამბლი "ქართული ხმები" და ნიაზ დიასამიძე - "ბეჩა ყირამალა";

წლის ჯგუფი - "გამოუვალი მდგომარეობა" - "სიყვარული ძნელია";

წლის ანსამბლი - ანსამბლი "ქართული ხმები" - "თავისუფლება ლომთა ხვედრია";

ხალხის რჩეული სიმღერა - გელა გურალია - "დაბრუნდი"

წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა - ნოდიკო ტატიშვილი - "ვარდისფერი ნავი";

წლის საუკეთესო როკ-სიმღერა - "გამოუვალი მდგომარეობა" - "სიყვარული ძნელია";

წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერა - შავი პრინცი - "მეძახიან შავს";

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა - ანსამბლი "მეტეხი" - "ჩემო ფერია";

მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "ცისფერი ტრიო";

რადიო "ფორტუნას" რჩეული - "თეატრალურის კვარტეტი" სიმღერით "მარტი";

რადიო "ფორტუნა პლუსის" რჩეული - ჯგუფი "სეიშენი" - "შემიყვარდი";

რადიო "არ დაიდარდოს" რჩეული - ჯგუფი "ბანი" - "კავკასიური ბალადა";

რადიო "ავტორადიოს" რჩეული - კახაბერი და ხანუმები - "ღომალე";

ტელეკომპანია "Music Box"-ის რჩეული - ანრი ჯოხაძე - კლიპით "განა ყველა ქალი ქალია"

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება