ივანა მელაის გურამ ლომიძის ცოლობაზე უარი არ უთქვამს

ივანა მელაის გურამ ლომიძის ცოლობაზე უარი არ უთქვამს

ივანა მელაი პროექტ ''ერთი ერთშის'' ერთადერთი არაქართველი მონაწილეა. მას ჟიური ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებ ქულებს უწ-ერს, თუმცა ამის გამო გული არ სწყდება და ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობის მიზანი გამარჯვება არაა.

- ივანა, მოგწონს პროექტ ''ერთი ერთში'' შესრულებული შენი ნომრები?

- რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებას აქცევს ქულებს და მეკითხებიან, რას ვფიქრობ შეფასებებ-ზე. გეტყვი, რომ ამ პროექტში იმიტომ არ ვარ, ვინ-მემ შემაფასოს და თუ ვინმემ უნდა შემაფასოს, ეს ჩემი მსმენელი და ჩემი მაყურებელია. ისინი კი ძალიან კარგად არიან განწყობილი ჩემი გამოსვლების მიმართ. ბევრ თბილ სიტყვას მწერენ სოციალურ ქსელში. მეუბნებიან, რომ მათთვის მე ყველაზე კარგი ვარ, გული სწყდებათ, რომ დაბალ შეფასებებს ვიღებ. მინდა, მთელ საქართველოს და მათ, ვინც ჩემ გამო ნერვიულობს და მგულშემატკივრო-ბს, დიდი მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, ნუ განიცდიან ამ ამბავს. ჩემთვის ჟიურის შეფასე-ბებს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ცხოვრებას ამ პროექტს არ ვუძღვნი. ჩემს ცხოვრებას სცენასა და სიმღერას ვუძღვნი. ეს ყველაზე მთავარია. ხალხისთვის გამოვდივარ ამ პროექტში და არა ჟიურისთვის. მე პროექტს, როგორც კონკურსს, ისე არ ვუყურებ.

- როდესაც ფარელის სიმღერას ასრულებდი, ვასიკო ოდიშვილმა თქვა, რომ ბედნიერი არ იყო სიმღერის მოსმენისას, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბედ-ნიერებაზეა. ამ დროს შოუში სიტუაცია დაიძაბა, შენი პასუხით აშკარად ჩანდა, რომ მისი შეფასება არ მოგეწონა.

- ვუპასუხე, რომ შოუში უკვე კარგ განწყობაზე უნდა მოსულიყო. შოუში მე გამოვხატავ ჩემს აზრს და ჟიურის რომელიმე წევრთან კამათს არ ვაპირებ. ისინი იმიტომაც არიან ჟიურის წევრები, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ. მე კი ჩემს აზრს გამოვთქვამ. არავისთან არ მექნება კონფლიქტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ძალიან შეეცდებიან. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, რა ქუ-ლას დამიწერენ. შოუში მონაწილეობას დავთანხმდი, რადგან საკუთარი თავის სხვადასხვა როლში ნახვა მაინტერესებდა.

- თუმცა სასიამოვნოა, როდესაც ჟიური კარგ ქულებს წერს.

- ბავშვობაში ძალიან ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდი. მთელი უკრაინა და ევროპა მოვიარე. განსხვავებულ კონკურსებზე ვიყავი. ვიცი, რაცაა კონკურსები. იქ ყოველთვის უსამართლობა ხდება და ყოველთვის არის სცენარები, რომლებიც წინასწარაა მომზადებული. იციან, ვინ უნდა გაიმარჯვოს.

- ამ კონკურსშიც უკვე წინასწარ იციან, ვინ გაიმარჯვებს?

- ამ შოუზე ისე არ ვფიქრობ, როგორც კონკურსზე. საქართველოში რაიმე კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას. ეს არ მჭირდება. ამ ქვეყანაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რაც მჭირდებოდა და ვაგრძელებ მუშაობას, ახალ სიმღერებს ვწერ.

- ყველაფრის მიუხედავად, როგორც ვხვდები, შოუ ძალიან მოგწონს.

- მომწონს ამ შოუში ყოფნა, რადგან ეს ქართველ ხალხთან ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალებაა. ძალიან მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ბევრი კონცერტი, რათა ყველამ შეძლოს ბილეთის ყიდვა. კიდევ მინდა, პოლიტიკა შემოქმედ ადამიანებს არასდროს შეეხოს.

- პროექტის შემდეგ რა გეგმები გაქვს?

- მსურს, საქართველოსა და უკრაინაში გამოვცე ალბომი. უკრაინაში რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩემს ამ გეგმაზე უარს არ ვიტყვი. საქართველო და უკრაინა უკვე ჩემი ორი სამშობლოა. დისკის დასახელება იქნება ''მეიდ ინ ჯორჯია''. აუცილებლად უნდა წავიდე უკრაინაში, სადაც სამი წელია, არ ვყოფილვარ. მინდა, შევხვდე ჩემს მეგობრებს, უკრაინაში გეგმებიც მაქვს, რომელთა განხორციელების შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავინაცვლებ, იმისთვის, რომ ცხოვრებასა და კარიერაში აბსოლუტურად განსხვავებული რამ გავაკეთო.

- ამბობენ, გურამ ლომიძეს ცოლობაზე უარი უთხარი.

- ეს ტყუილი და მოგონილი ჭორია. უბრალოდ, მე არ მოვინდომე, მესაუბრა ჩემს პირად ცხოვრებაზე და დაიწერა, რომ გურამს ცოლობაზე უარი ვუთხარი. ასეთ მოგონილ ამბებს მე და ჩემი ოჯახის წევრები ყურადღებას რომ ვაქცევდეთ, მშვიდად ვერ ვიცხოვრებდით. გულახდილად გეტყვით, მომბეზრდა, რომ ყველა ჩემს პირად ცხოვრებაზეა კონცენტრირებული. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო ასეთ კითხვებს, რადგან პირად ურთიერთობებს ვუფრთხილდები.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება