ინდირა ჯგერნაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ

ინდირა ჯგერნაიას დიეტა და მუცლის ცხიმის დასაწვავი ექსკლუზიური კოქტეილი – 9 დღეში მინუს 5 კგ

მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. დიეტა საკმაოდ რთულია თუმცა შედეგი იმდენად კარგია, ინდიდა, ფიქრობს კიდევ გააგრძელოს.

- ინდირა, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?

- ფორმაში მინდოდა ჩადგომა, რადგან უცებ ამოვვარდი რეჟიმიდან. თან ზამთარი ისედაც გვასუქებს ზოგადად მანდილოსნებს (იცინის)… ბევრი დღესასწაულები, სუფრა. მოკლედ, ერთ დღესაც გამოვაღე გარდერობი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ აღარ მეტეოდა. ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება.

- დიეტოლოგს მიმართე?

- არა, არანაირი დიეტოლოგი. ინტერნეტში ბევრი დიეტა წავიკითხე და სხვების გამოცდილებებიც მოვისმინე.

- რომელ დიეტაზე შეაჩერე არჩევანი?

- წიწიბურას დიეტას ვიცავ, რომელიც სასწაულმოქმედია. 9 დღიანია, რომელმაც 9 დღეში 5 კილო მომაკლებინა და კიდევ ვაგრძელებ. აუცილებელია ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული რათა ღამე გაღვიძებულს შიმშილმა არ შემოგიტიოს.

- მხოლოდ წიწიბურას ჭამ მთელი დღის განმავლობაში?

- როდესაც მშია ვჭამ მოხარშულ წიწიბურას და უშაქრო მწვანე ჩაის ვსვამ. ყავა ნებისმიერი შეიძლება და ისიც უშაქრო უნდა იყოს. დღის განმავლობაში დაახლოებით ნახევარ კილოგრამ წიწიბურას ვჭამ

- წიწიბურას ზეთს და მარილს ამატებ?

- არა, არანაირი ზეთი და მარილი მხოლოდ მშრალად მოხარშულ წიწიბურას ვჭამ. ამას ვამატებ ხანდახან ერთ ქილა მაწონში ვყრი ერთ კოვზ ხსნად ყავას და 100 გრამ ნამდვილ კონიაკს ვურევ. საშინელი დასალევია, მაგრამ მუცლის ცხიმებს კარგად წვავს. ამას რომ ვჭამ, თითქმიის გულის რევამდე მივდივარ, მაგრამ ეფექტი ნამდვილად აქვს. მსხვერპლის გაღება ნამდვილად მიწევს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება