"იქს ფაქტორი" მონაწილეობს ქალაქის დასასუფთავებელ ღონისძიებებში, რის გამოც დღევანდელი ლაივკონცერტი გადაიდება

"იქს ფაქტორი" მონაწილეობს ქალაქის დასასუფთავებელ ღონისძიებებში, რის გამოც დღევანდელი ლაივკონცერტი გადაიდება

13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, "რუსთავი2"-ის სატელევიზიო პროექტ "იქს ფაქტორის" დღევანდელი ლაივკონცერტი გადაიდო. გუშინვე გაუქმდა დაგეგმილი გენერალური რეპეტიცია - პროექტის მონაწილეები, წამყვანები, შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფის წევრები, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გამო, მეორე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქალაქის დასასუფთავებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად დაგეგმილ ღონისძიებებში.

"იქს ფაქტორის" ყველა მონაწილე და არხის საერთაშორისო პროექტების განყოფილების შემოქმედებითი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის დროს დაზარალებულთა გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება