დები ზარანდიების სიცოცხლის უკანასკნელი წუთები: "ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია..."

დები ზარანდიების სიცოცხლის უკანასკნელი წუთები: "ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია..."

თბილისის საზარელ სტიქიას დების, ინდირა და ლიზა ზარანდიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანის ცხედარი ნაპოვნია. ჟურნალ "გზის" დღევანდელ, ახალ ნომერში გოგონების შესახებ მათი ბიძაშვილი, გიორგი ზარანდია საუბრობს. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან.

"ლიზა მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ემზადებოდა. იმ საბედისწერო დღესაც ჩემს დასთან, თათოსა და თავის შეყვარებულ ირაკლისთან ერთად, მასწავლებელთან იყო. სამივე ემზადებოდა გამოცდებისთვის. მერე ჩემი და სახლში წამოვიდა, ინდირა და ლიზა კი კაფეში წავიდნენ. მათთან იყვნენ ირაკლი ჟორჟოლიანი და სერგი კაპანაძე. თურმე ჯერ ირაკლი ჩამოსვეს სახლთან, შემდეგ, სერგისთან ერთად, ტაქსით, ახალი გზით სახლში წამოვიდნენ და ამ დროს მოჰყვნენ ამ საშინელებაში. ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია. შეიძლება, მაშინ საფრთხე იგრძნო ინდირამ და ამიტომ დაუკონკრეტა ადგილი, სად იმყოფებოდნენ. ბიჭმა იფიქრა, რომ ტელეფონი დაუჯდა.

დედამისიც ელაპარაკა. პირველი საათი დაწყებული ყოფილა. უთქვამთ, ტაქსიში ვართ და მალე მოვალთო. ბიცოლას ჩასძინებია. რომ გამოეღვიძა და გოგონები სახლში ვერ ნახა, ამის შემდეგ დაიწყო ძებნა. ჯერ იფიქრა, ხომ არ გათხოვდა?..  ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა?! გაგიჟებულები დავრბოდით მერე საავადმყოფოებში, მაგრამ ვერსად ვნახეთ. მერე ინდირა იპოვეს, ის მანქანაში არ იჯდა... მოხალისემ თურმე შემთხვევით იპოვა. ხეების გაწმენდა დააპირა და ამ დროს ნახა ცხედარი. ჩვენი ვარაუდით, როგორც ჩანს, ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და ალბათ ასე სცადეს თავის გადარჩენა, რადგან მაქნანა ნაპოვნია მეორე დღეს იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ინდირას ცხედარი იპოვნეს, მანქანაში არავინ იყო... დედამისი შოკშია, ისტერიკულად კივის... საშინელი ტკივილია", - ამბობს გიორგი ზარანდია.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი დღეს, 18 ივნისს გამოვიდა და მასში მკითხველი ადამიანებზე, რომლებიც ტრაგედიამ შეიწირა, ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს.

ასევე დაგაინტერესებთ| "განადგურებულები ვართ... არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით" - დები ზარანდიების ბიძაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზე

დეტალები| ზოოპარკის ტერიტორიაზე ნაპოვნი გოგონა ლიზა ზარანდიაა

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

26 წლის ანა ოსეფაშვილს, რომელიც ავთვისებიან სარკომას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"