საბედნიეროდ, ქართულ ტელევიზიებს ლამაზი ტელეწამყვანები არ აკლია და ხშირად ისიც გაგვიგია, რომ რომელიმე კონკრეტულ გადაცემას წამყვანის გამო უყურებენ. ეს ალბათ უფრო მამაკაცების შემთხვევაში ხდება, რომლებსაც განსაკუთრებულად მოსწონთ, როდესაც ეკრანიდან ლამაზი ქალბატონი უყვება ამბავს. წარმოგიდგენთ ტელევიზიების ყველაზე ლამაზ ჟურნალისტებს.
ეკატერინე ტოგონიძე პირველად ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' გამოჩნდა. გამორჩეული გარეგნობის გამო მაყურებლის ყურადღება მალე მიიქცია, თუმცა პოლიტიკოს რატი სამყურაშვილზე გათხოვების შემდეგ ნელნელა ტელევიზიას ჩამოშორდა და ახლა სხვას ასწავლის, რასაც წლები თავად აკეთებდა. პაუზის პერიოდში მისი, როგორ მწერლის დებიუტიც შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ნინო თოლორდავას კარიერაც ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' დაიწყო, თუმცა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ''მაესტროს'' გუნდს შეუერთდა. ჰქონდა თოქშოუს წაყვანის მცდელობაც, თუმცა ბოლოს ისევ საინფორმაციოს დაუბრუნდა.

მაკა ცინცაძე ტელეეთერით მაყურებელმა ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' გაიცნო, თუმცა მანამდე უკვე ჰქონდა ჟურნალისტობის გამოცდილება რადიოეთერში. მალე ყველა ტელევიზიისთვის სასურველი წამყვანი გახდა, თუმცა წლების განმავლობაში, არხის გაჭირვების დროსაც კი, ''მაესტროს'' უერთგულა, ახლა კი ''ჯიდიეს''-ზე გადაცემა ''2030'' მიჰყავს.