რატომ ეძახიან ნანუკა გოგიჩაიშვილს ლელა კაკულიას

რატომ ეძახიან ნანუკა გოგიჩაიშვილს ლელა კაკულიას

ნანუკა გოგიჩაიშვილი ისეთ სიყვარულს ელოდება, როცა ერთი დანახვისთანავე გონება გაუნათდება და მიხვდება, რომ ის ''ის'' არის. ამასთანავე, მისი გონება ძალიან პრაქტიკულად არის მოწყობილი. ჯერჯერობით მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა მამაკაცი, რომელიც ამ გონებასა და გულს მთლიანად ''წაართმევს''. თანაც, ნანუკა ამ ყველაფერს უბრძოლველად არ დათმობს.

- ძალიან გამხდარი ხარ და გყავს სიყვარულის ობიექტი?

- ყველა ამ შეკითხვას რატომ მისვამს? ისე უფორმო და სქელი ვიყავი? მეკითხებიან, შეყვარებული ხარო? მგონია, რომ თვალები მიბრწყინავს სხვანაირად და კარგად გამოვიყურები და მერე ვიგებ, რომ გამხდარი ვარ (იცინის). მივხვდი, რომ სიყვარული მართლა ალამაზებს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არ მოსულა.

- ხალხი ინტერესდება, რატომ არ გყავს არავინ.

- (იღიმის) იცი, მეც როგორ ველოდები სიყვარულს? ვიცი, რომ ვთქვათ, სექტემბრის 3 რიცხვში გავიღვიძებ და მზად ვიქნები სიყვარულისთვის, გავალ გარეთ და შევხვდები ვინმეს. დღეს კი ჩემ თავთან იმდენად ჰარმონიულად ვარ, თითქოს ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს და მათ სულ ჭიდილი აქვთ. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც უფრო ამავსებს.

- რა არის სიყვარული?

- ყველაფერი. დილას შეყვარებული ვიღვიძებ და მგონია, რომ არ არის საჭირო, კონკრეტული ვინმე გიყვარდეს. შეიძლება, ბალიშს გავხედო და გავიღიმო, არადა, ვინმეს ეგონოს, რომ შეყვარებული ვარ. უბრალოდ, ძალიან მომწონს სიყვარული. მგონია, რომ სიყვარულამდე ადამიანი გარკვეულ პერიოდს გადის, თითქოს რაღაც მზადდება. ამ დროს ბევრ ადამიანს არ უნდა მიედ-მოედო. ჩადებული მაქვს, რომ ერთადერთი უნდა ვიპოვო.

- მაღალი სტანდარტები გაქვს ალბათ და წუნია ხარ.

- მინდა, ჩემ გვერდით საინტერესო მამაკაცი იყოს. მარტო რომ ვრჩები საკუთარ თავთან, ზუსტად ვიცი, მეორე ნახევრისთვის რისი მიცემა შემიძლია, ამიტომაც მაქვს ალბათ მაღალი სტანდარტები. ბავშვობიდან ყველას ეგონა, რომ ჩემ გვერდით აუცილებლად იქნებოდა განსაკუთრებული მამაკაცი, რადგან ძალიან ვაფასებ ნიჭსა და გონებრივ შესაძლებლობებს. როცა ადამიანი თავის პროფესიაში მაგარია, პროფესიონალია, ნიჭიერია, ამაზე ვგიჟდები, გარეგნობა მეორეხარისხოვანია. ვაქცევ ამასაც ყურადღებას, მაგრამ თუ ძალიან საინტერესო ადამიანია, ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. სიმაღლე არ არის ის კრიტერიუმი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძირითადად, დაბალი ბიჭები მომწონს. კარლა ბრუნი და სარკოზი მომწონს, რადგან სარკოზის ძალას ყოველთვის ვგრძნობდი და მის გვერდით ნებისმიერი ქალი იქნებოდა. ძლიერი მამაკაცი თუ ხარ, გაქვს ხიბლი, რომ შემოდიხარ, იგრძნობა, რატომ გიდგას გვერდით ერთი თავით მაღალი ქალი.

- მყარი ოჯახი რას ნიშნავს, იცი. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საფუძველი რა არის?

- რაღაც დონემდეა ვიზუალი მნიშვნელოვანი, მერე უკვე აღარ. შეიძლება, ძალიან ლამაზი ქალი ან კაცი დამახინჯდეს და პირიქით. ხასიათი კი არის ის, რაც არასდროს იცვლება. სახლში მყავს ორი წყვილი, დედ-მამა, ორივე ერთნაირი, რომლებიც ზღაპარში ცხოვრობენ, ფილმის გადასაღებად რომ გამოდგება, ბებია-ბაბუა კი სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები არიან, თუმცა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. მამაკაცის ძლიერი ენერგეტიკა არის განმსაზღვრელი. თუკი ხასიათით ვერ შეეწყვნენ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ვერ შედგება.

- შენ გაქვს კაცის მოხიბვლის ხერხები?

- თავად არ ვიწყებ საუბარს. შესაძლოა, ვიღაცამ იკითხოს, რატომ არაფერს ამბობსო. თუკი საინტერესო თემა წამოიჭრება, მერე ვიწყებ სრულიად გახსნილად ლაპარაკს. ამით გამომდის ხალხის მოხიბვლა. ალბათ, მოსწონთ, როგორიც სინამდვილეში ვარ და არასდროს ვთამაშობ.

- ქალი რომ პაემანზე არ ჭამს, ეს სტერეოტიპიც უცხოა შენთვის?

- სრულიად. ეს მოსწონთ ბიჭებს, რომ პაემანზე შემიძლია მწვადი შევუკვეთო და მივირთვა. ამას სულ აღნიშნავენ. თავხედი არ ვარ, მაგრამ არაფრის მერიდება. შემიძლია, ყველა თემაზე დაველაპარაკო ბიჭს. ისიც ხშირად უთქვამთ, რომ ვიზუალი უკან მხევს. ბევრი ადამიანი არ მოვა და არ გაგიცნობს, რადგან ეგონება, ლამაზი გოგოა და ვერაფერზე დაველაპარაკებიო. თავს არ ვიქებ, მაგრამ მომწონს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება