"მტირალა არ ვარ, მაგრამ გული ამიჩუყე" - "X ფაქტორის" კონკურსანტმა ჟიური "დაამუნჯა"

"მტირალა არ ვარ, მაგრამ გული ამიჩუყე" - "X ფაქტორის" კონკურსანტმა ჟიური "დაამუნჯა"

"მე დავკარგე მეტყველების უნარი", - ასე შეაფასა ანრი ჯოხაძემ საკუთარი გუნდის წევრის, მარიამ ჯანჯღავას გამოსვლა "X ფაქტორის" სცენაზე. მისმა შესრულებამ მთელი დარბაზი და ჟიური ისე აღაფრთოვანა, თამთა გოდუაძემ აღნიშნა, რომ გული აუჩუყდა.

შოუს მომდევნო ლაივ-კონკურსი თბილისის სტიქიური უბედურების გამო ერთი კვირის დაგვიანებით შედგა. ორგანიზატორებმა კონცერტით დაზარალებულების დახმარება განიზრახეს.

"ეს ბავშვი სავსეა არტისტიზმით. იშვიათად ვტირივარ, არ ვარ მტირალა, მაგრამ გული ამიჩუყე შენი მონაყოლი ამბით და ეს არის ძალიან მაგარი, არტისტი ხარ" - ასე შეფასა თამთა გუდავაძემ კონკურსანტი.

"ეს არის დაბადაბული მუსიკალური მუსიკოსი" - მუსიკალური კუთხით შეაფასა სოფო ნიჟარაძემ.

"მე დავკარგე მეტყველების უნარი" - ასე გადმოსცა ემოცია ანრი ჯოხაძემ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება