ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციას პოლიციის კორდონი იცავს

ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციას პოლიციის კორდონი იცავს

ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: "არა ძარცვას". რეზიდენციას პოლიციის კორდონი იცავს. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს მოუწოდეს, შექმნან სამკაციანი ჯგუფი პრეზიდენტთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. თუმცა, აქციის მონაწილეებმა აღნიშნული ინიციატივა არ მიიღეს.

როგორც ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა განაცხადა, პოლიცია მზადაა აღკვეთოს დემონსტრანტების უკანონო მოქმედებები, მათ შორის ფიზიკური ძალის გამოყენებითაც.

ამ დროისთვის სამართალდამცველები ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბუფერულ ზონაში იმყოფებიან, სთხოვენ ტერიტორიის დატოვებას, რათა დემონსტრანტების დაშლა განხორციელდეს.

ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა