ნინო ჭოლაძე 13 - წლიან ოჯახზე, რომელიც ახლახან დაენგრა

ნინო ჭოლაძე 13 - წლიან ოჯახზე, რომელიც ახლახან დაენგრა

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' ეპატაჟური წამყვანი მიმი ხშირად შეუდარებიათ ინგა გრიგოლიასთვის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ მშვიდი მაია ასათიანისთვისაც. რეალურ ცხოვრებაში მსახიობი ნინო ჭოლაძე საკმაოდ ძლიერი ქალბატონია. მეუღლესთან, მუსიკოს ზაზა ხუბუკელაშვილთან დაშორების შემდეგ ორ გოგონას ზრდის და უკვე რამდენიმე თვეა, მშობლიური ქუთაისიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, საბავშვოგასართობ თეატრში დავდიოდი და მაშინ მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი და მსახიობობა უნდა ამერჩია. ოჯახმაც ძალიან შემიწყო ხელი. ჩვენს სახლში ყველა მღეროდა, ბაფთიანი გიტარით, მათ შორის მეც. 12 წლის ვიყავი, როდესაც სოფიკო ჭიაურელს შემოქმედებითი საღამო გავუმართეთ, თან კოტე მახარაძეც ახლდა. მე სოფიკოს გმირებიდან ციცინოსა და ფუფალას ვასახიერებდი. მახსოვს, ბანკეტზე კოტე მამასთან მოვიდა და უთხრა, გეხვეწები, ეს ბავშვი გამატანე და ნინოსგან კარგი არტისტი დადგებაო. მამამ ვერ დამთმო, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა, მთელი ცხოვრება კარიერაში ხელი შეეწყო. არ ვიცი, რა მოხდებოდა, კოტე მახარაძეს რომ წამოვეყვანე თბილისში, არ მიყვარს წარსულში ქექვა, ბედის უკმაყოფილო არ ვარ.

- თბილისში სასწავლებლად ჩამოხვედი...

- ოთხი წელი ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში ნუკრი ქანთარიას ჯგუფში. ჩემი კურსელები იყვნენ ნიკა კუჭავა, გიორგი ზანგური, თეკო ჩუბინიძე... მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი, უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, უფროსი ქალიშვილი 6 თვის მყავდა. მომავალი მეუღლე მუსიკალურ სტუდიაში გავიცანი ქუთაისში, ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერის დროს. თბილისში ერთად ვცხოვრობდით, შვილი ოთხი წელი ჩემ გარეშე ქუთაისში ჩემს დასა და სიძესთან იზრდებოდა. ამის გამო, ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები. მეორე გოგონა რომ გავაჩინე, უკვე 26 წლის ვიყავი. თეატრალურის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დავბრუნდი და მესხიშვილის სახელობის თეატრში მივედი. პირველი იყო კიტის როლი ''ანა კარენინაში'', რასაც ბევრი საინტერესო სახე მოჰყვა. ჩემი უფროსი ქალიშვილის თხოვნით, სექტემბრიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად.

- მეუღლეს დაშორებული ხარ?

- დიახ, ერთად 13 წელი ვიცხოვრეთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება