ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო. ორი დღის წინ მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ ისინი წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხელისუფლების მხრიდან, მოქალაქეებზე ძალის გამოყენების ფაქტის შემდეგ, აქციის მონაწილეები მოედანზე სათამაშო წყლის თოფებით მივიდნენ.
სომხური მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბაგრამიანის გამზირი აქვთ გადაკეტილი. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ ბათილად გამოაცხადოს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება. გაზრდილი ტარიფი 1-ლი აგვისტოდან უნდა შევიდეს ძალაში.