ცნობილი ადამიანები ეთერ კაკულიას ემშვიდობებიან: "ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა..."

ცნობილი ადამიანები ეთერ კაკულიას ემშვიდობებიან: "ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა..."

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის, ქალბატონ ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი ეთერის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აცხადებს პრეზიდენტი.

ეთერ კაკულიას გარდაცვალებას მისი კოლეგებიც ეხმაურებიან.

ანრი ჯოხაძე: ჩემო ეთო, ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა ...

ნინი ბადურაშვილი: ძალიან სამწუხარო ამბავი...ღმერთმა ნათელში გამყოფოს ყველასათვის საყვარელო ეთერ

სტეფანე მღებრიშვილი: ეთერის ამბავს ძალიან განვიცდი. მე მას ახლოს ვიცნობდი წლებია, ისევე როგორც ბევრი სხვა, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელური იყო... სულ

მისი ფანი ვიყავი და ამას ხშირად ვუმეორებდი... ერთერთ ფილმში დედაჩემსაც თამაშობდა და გადაღებაზე სოფელში ერთად მივდიოდით ხოლმე. ყოველდღე მიხაროდა, რომ ეთერის უნდა გავუარო. ტურნეში უამრავ ქალაქში გასტროლზე რომელ "მარშუტკაშიც" ეთერი იყო, იქ ვჯდებოდი...

ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ძალიან ვწუხვარ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ეთერ კაკულია დღეს გარდაიცვალა. ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს. ეთერ კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩამოიყვანა.

ასევე იხილეთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია