საფრანგეთში ტერაქტში ეჭვმიტანილის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთში ტერაქტში ეჭვმიტანილის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "ბიბისის" ცნობით, პოლიცია ვარაუდობს, რომ ამერიკულ გაზგასამართ სადგურთან მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ იქ ცხოვრობს თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. პარალელურად, ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში მდებარე ქარხნის შენობა სამართალდამცველებს აქვთ ალყაში მოქცეული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, პოლიცია რამდენიმე ეჭვმიტანილს კითხავს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი კი ბრიუსელიდან პარიზში უკვე დაბრუნდა. იგი ელისეის სასახლეში საგანგებო შეხვედრას მართავს.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. თავდასხმა ავტომობილით ერთმა ან ორმა ადამიანმა განახორციელა. დაღუპულია ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავებულია. შემთხვევის ადგილზე დროშა აღმოაჩინეს, რომელზეც არაბული წარწერებია დატანილი. დაკავებულია ერთი ადამიანი - 35 წლის მამაკაცი, რომელიც რადიკალიზმში ადრეც იყო ბრალდებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა